მოგესალმებით,
უცნობია, ზუსტად რა იწვევს პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს, თუმცა იგი ხშირი ენდოკრინული დაავადებაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დროს, აღინიშნება საკვერცხეების გადიდება და ფოლიკულების – მცირე ზომის სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა. ფოლიკულები ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ორივე საკვერცხეზე ჩანს.
მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:
- ჭარბი ინსულინი. ინსულინი ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის ჯირკვალში და საშუალებას აძლევს უჯრედს, გამოიყენოს გლუკოზა ენერგიის მთავარ წყაროდ. თუ გაქვთ ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა, დაქვეითებულია მისი ფუნქცია და პანკრეასი ცდილობს გამოყოს კიდევ უფრო მეტი ინსულინი, ეფექტის მისაღწევად. ჭარბი ინსულინი გავლენას ახდენს საკვერცხეზეც, რადგან ზრდის ანდროგენების სინთეზს და ხელს უშლის ოვულაციის ნორმალურ მიმდინარეობას;
- მსუბუქი ანთება. სისხლის თეთრი უჯრედები ებრძვიან ინფექციებს, რის საპასუხოდაც იწვევენ ანთებით რეაქციებს. კვლევები აჩვენებს, რომ პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დროს, აღინიშნება მსუბუქი ანთებითი მდგომარეობა, რომელიც საკვერცხეს ასტიმულირებს მეტი ანდროგენების წარმოსაქმნელად.
- მემკვიდრეობა. თუ თქვენს დედას ან დას აქვს პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, თქვენც გაქვთ ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკი. მეცნიერები ცდილობენ, დაადგინონ გარკვეული გენების კავშირი ამ სინდრომთან.
ინსულინორეზისტენტობა
როდესაც ცხიმოვანი უჯრედები ვერ ახერხებენ გამომუშავებული ინსულინის მთლიანად გამოყენებას. ასეთ მდგომარეობას ინსულინორეზისტენტობა ეწოდება. რაც შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.
E28.2 უბრალოდ, ასე რომ ვთქვათ სამედიცინო კოდია რაც მინიჭებული აქვს პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს.
როგორც აღნიშნავთ, თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენი ეს ორი დაავადება ერთმანეთთან კავშირშია და ეს კვალიფიციური მოსაზრებაა, თუმცა ამასთან ერთად ალბათ შემოგთავაზათ მკურნალობის რაიმე გზა, რაზეც თქვენ არ მიუთითებთ. დისტანციურად შვილოსნობაზე პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ, ეს არაპროფესიული იქნება. აჯობებს, კვლავ მიაკითხოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მასთან დააზუსტოთ შემდგომი მოქმედების გეგმა ,ან თუ გნებავთ ,მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან.
ენდოკრინოლოგთან შეფასდება მდგომარეობა, დაგენიშნებათ საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკური კვლევები და ამის შემდეგ შეგირჩევენ მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალობის ექიმი.
ასევე, გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღეები გინეკოლოგთან, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, სადაც აუცილებად დაგეხმარებიან ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, გაგცემენ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!