კითხვა: გამარჯობათ,კლოტრიმაზოლის ვაგ.სანთლების გამოყენება თუ შეიძლება ორსულთათვის?
პასუხი:
მოგესალმებით,
"კლოტრიმაზოლის" ვაგინალური სანთელი, მისი ანოტაციის მიხედვით, წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო, მოქმედების ფართო სპექტრის საშუალებას.
თუმცა, უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის დროს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს. ხოლო, თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა, ჩვენი შემოთავაზება კვლავინდებურად ძალაშია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !