თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ოვულაცია;
- როგორ გამოიდევნება გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი;
- ორსულობა ოვულაციის პერიოდში.
ოვულაცია ეს არის მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოდევნა, რის შემდეგაც, კვერცხუჯრედი ერთ-ერთ ფალოპის მილში ხვდება და მზადაა გასანაყოფიერებლად.
კვერცხუჯრედების მომწიფებისას კი, ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი, რომლის ზემოქმედებითაც საშვილოსნოს კედელი სქელდება, რათა განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა ადვილად შეძლოს იმპლანტაცია (მიმაგრება). თუ განაყოფიერება ვერ მოხერხდება, საშვილოსნოს კედლის შიდა გარსი შრევდება, ხოლო გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი, მენსტრუაციის სახით, გარეთ გამოიდევნება.
ზოგადად, ფიზილოგიურად, ოვულაციის პერიოდში განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი პირობები არ არსებობს, თუმცა თუ ქალი არარეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, დაორსულების შანსი ყოველი სქესობრივი აქტისას მაღალია, რადგან ორგანიზმი იშვიათ კავშირებზე ზოგჯერ არაგეგმიური ოვულაციით პასუხობს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ოვულაციის პერიოდში დადგებოდა თუ არა ორსულობა, ვერ მოგახსენებთ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე , სადაც არის ძალიან თბილი გარემო და გვყავს მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც დაგეხმარებიან ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში, ასევე მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას რეპროდუქტოლოგიურ საკითხებში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!