მოგესალმებით,
დუგლასის ფოსო ანატომიური ფოსოა მცირე მენჯის ღრუში, კერძოდ, საშვილოსნოსა და სწორ ნაწლავს შორის. დუგლასის ფოსოში 5 მლ-მდე სითხე ფიზიოლოგიურად მიიჩნევა და პათოლოგიაზე არ მიუთითებს. საზოგადოდ, დუგლასის ფოსოში სითხის არსებობა ყველაზე ხშირად პოსტოვულაციურ პერიოდს ემთხვევა. მომწიფებული ფოლიკული ოვულაციის დროს სკდება და მისი შიგთავსი მცირე მენჯის ღრუში ჩაიღვრება.
დუგლასის ფოსოში არაფიზიოლოგიური ოდენობის სითხის არსებობა შესაძლოა ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებდეს. ესენია:
- გარეთა ენდომეტრიოზი;
- საკვერცხის ცისტის აპოპლექსია (გასკდომა)’
- საკვერცხის ცისტის შემოგრეხა;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებადი პროცესები;
- პელვიოპერიტონიტი;
- ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია. მიმართეთ მკურნალ ექიმს ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ვიზიტზე ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, რომელიც ანამნეზის შეკრების და ობიექტური გასინჯვის შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
თუ გადაწყვეტთ განახორციელოთ ვიზიტი, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
გაცნობებთ რომ, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!