მენსტრუალური ციკლის დარღვევა - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.ვარ 29 წლის.ამ ბოლო თვეების განმავლობაში მენსტრუალური ციკლი შემიმცირდა და მხოლოდ 1 დღით მაქვს.ამ თვეში კი საერთოდ აღარ მომივიდა.რისი ბრალია ეს ყველაფერი? ციკლი არასდროს მქონია არეული.
პასუხი:

მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ავიტამინოზი;
  • ხშირი დიეტა;
  • ჰორმონული დარღვევა;
  • ფსიქიკური ტრავმა;
  • ინფექციური დაავადება;
  • ღვიძლის დაავადება;
  • სიმსუქნე.

არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.
მკურნალობა მენსტრუალური ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული. თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, ხშირად არაერთი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი, ჩატარდეს ფუნქციური ტესტები, ულტრაბგერითი კვლევა.
დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს მკურნალობა. თერაპია, თავის მხრივ, უნდა იყოს კომპლექსური, პათოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებში,ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა