სუბფებრილური ტემპერატურა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. 2დღეა ცუდად ვარ მაღალი ტემპერატურა მაქვს გაციებული არა ვარ საკვერცხეები მაწუხებს და სიცხე მაგისგან ხომ არ იქნება?მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ამგვარ ტემპერატურას სუბფებრილურს უწოდებენ. ამ ნიშნულებამდე თერმომეტრის ხაზი ადის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც ვარჯიშის პროცესში, აბანოსა და საუნაში ყოფნისას, ცხარე საკვების მიღებისას.

თუკი სუბფებრილური ტემპერატურა რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, უკვე საფრთხილოა. შესაძლოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს. იგივე სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევაზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირებაზე (ჰიპერთირეოზი).

საკვერცხეების ტკივილი, შესაძლოა გამოწვეული იყოს საკვერცხეების ანთებიდან, როგორც წესი მიმდინარეობს საშვილოსნოს მილის, ანუ კვერცხსავალის ანთებასთან ერთად და მას სალპინგოოფორიტს, ან სხვანაირად ადნექსიტს უწოდებენ.

მკვეთრად გამოხატული ნიშნები ყოველთვის არ სდევს თან, თუმცა ზოგადად ახასიათებს:

  •  ძლიერი ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
  •  ტკივილი საკვერცხეების მიდამოში;
  •  სხეულის ტემპერატურის მატება;
  •  მენსტრუალური ციკლის დარღვევები და ა.შ.

აუცილებელია გაირკვეს სუბფებრილური ტემპერატურის მიზეზი, ამიტომ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას,  გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა