ლორწოვანი გამონადენი საშოდან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, 1 თვის წინ ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად, გამონადენი მაქვს ნორმის ფარგლებში, თუმცა ბოლო დღეებში დამეწყო უფერო ლორწოვანნი გამონადენი, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. სუნი უნდა ქონდეს თუ საშიშია?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • ლორწოვანი გამონადენის მიზეზები;
  • ინფექციის შეძენის გზები;
  • რეკომენდაცია.

ლორწოვანი გამონადენი საშოდან, თუ იგი მცირე რაოდენობითაა, ჩვეული, ფიზიოლოგიური მოვლენაა და ეს ლორწო საშვილოსნოს ყელიდან ბუნებრივად წარმოიქმნება.
ჯანსაღ გამონადენს ძლიერი სუნი ან ფერი არ გააჩნია.
საშოდან ანომალური გამონადენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ინფექციის ნიშანია.
ხშირად ინფექცია ისეთი რამითაა გამოწვეული, რაც საშოში არსებული ბაქტერიის ან საფუარას ბუნებრივ ბალანსს არღვევს, მაგალითად საშოს შიგნიდან დაბანა, ხოლო ინფექციის შეძენის მეორე გზა სექსუალური კავშირია.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს;
  • ბაქტერიული ვაგინოზი - საშოს ბაქტერიული ინფექცია;
  • გონორეა ან ქლამიდია - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, რომლებიც ბაქტერიითაა გამოწვეული;
  • გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც მარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული
  • გარდნერელოზი – სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.

არომატული საპნების, ქაფიანი აბაზანების და საშხაპე გელების ზედმეტმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანომალიური ლორწოვანი გამონადენი საშოდან.
არ გამოიყენოთ დაბანისას რაიმე ძლიერ არომატული საშუალებები. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, რომ ფრთხილად დაიბანოთ გენიტალიების გარშემო ადგილები.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ამიტომ, შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-sruli-ginekologiuri-gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad/26396

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა