კითხვა: გამარჯობა. ჩემს მეგობარს, 25 წლის გოგოს თმა სცვივა ბუდობრივად, მრგვლად აქვს გამელოტებული ადგილი თავზე, რომელიც უფრო დიდდება. აბუსალათინს არანაირი შედეგი არ აქვს. საკეისროდან ორ თვეში დაეწყო ცვენა. ფარისებრზე არ აქვს არანაირი პათოლოგია. გვაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რომელი პრიფილის ექიმთან უნდა მივიდეს სამკურნალოდ, მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ბუდობრივი ალოპეცია – ეს არის აუტოიმუნური ბუნების დაავადება, რომელიც მიეკუთვნება არანაწიბუროვან ალოპეციას.
დაავადების ეტიოლოგია და ზუსტი პათოგენეზი ცნობილი არ არის, თუმცა დიდ როლს ასრულებს T-ლიმფოციტების აქტივაცია და სხვადასხვა აუტოიმუნური პროცესები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჭიებით ინვაზია, ინფექციური დაავადებები (თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება), სხვადასხვა მედიკამენტი.
თმის ცვენის პროცესი უმეტესწილად მრავალკომპონენტიანია. მიზეზები შესაძლოა იყოს ლოკალური, იმუნური, მეტაბოლური, ენდოკრინული და ა.შ. ფაქტორებით განპირობებული.
ალოპეციის მთავარი მიზეზი თმის ფოლიკულებზე ანდროგენების ზემოქმედება და ფოლიკულთა მემკვიდრეობითი თავისებურებებია.
დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სურათს, კვლევის სხვადასხვა მეთოდის (ტრიქოგრამის, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის, ჰორმონული გამოკვლევის და ა.შ.) მონაცემებს, კანის პათომორფოლოგიას, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის კონსულტაციას.
როგორც მოგვითხრობთ, პაციენტმა ჩაიტარა კვლევები და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია გამოირიცხა. თუმცა უმჯობესია, მან კვლავ გაიაროს ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რომ დარწმუნებით გამოირიცხოს ენდოკრინული პათოლოგიები, ხოლო შემდეგ შეუძლია ვიზიტი განახორციელოს გინეკოლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

ხოლო გინეკოლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა