მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ცისტიტზე, რომელიც შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის.მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.ცისტიტი უმთავრესად ქალებს ემართებათ, რაც მათი სასქესო ორგანოებისა და შარდგამომყოფი სისტემის თავისებურ აგებულებასთან არის დაკავშირებული.დაავადების გამოვლენისთანავე მნიშნელოვანია დაიწყოთ სერიოზული და მართებული მკურნალობა, სხვაგვარად მწვავე ცისტიტი გადაიზრდება ქრონიკულში და დიდხანს გაგყვებათ, რაც უსიამოვნოდ აისახება თქვენს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა, რომელსაც რა თქმა უნდა ექიმი–სპეციალისტი ნიშნავს, ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება.სამწუხაროდ, არ არის საკმარისი მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა.პარალელურად აუცილებელია :, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები - ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს.
აუცილებელია განახორციელოთ ვიზიტი მკურნალ ექიმთან.
გირჩევთ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: შარდ-სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის დროს რა წამალია საჭირო რომ დავლიო?
პასუხი: