კითხვა: მოგესალმებით. მადლობა რომ არსებობთ! <3 გიგზავნით ექოსკოპიის პასუხს, რომელიც ციკლის პირველ დღეს გადავიღე , ეს ტერმინოლოგია სრულებით გაუგებარია ჩემთვის და ამიტომ ვერ ვხვდები რაიმე პრობლემა მაქვს თუ არა, საჭიროებს რაიმე ყურადღების მიქცევას თუ არა ( ნუ ამ ექოსკოპიიდან გაამომდინარე რა თქმა უნდა) და იქნებ თქვენ მითხ რათ. ექოსკოპიის პასუხი ასეთია: საშვილოსნოს მდებარეობა გადახრილი მცირედ უკან და მარჯვნივ. ფორმააშენახული. კონტურები სადა. ექოსტრუქტურა დამახასიათებელი. ყელისა და ტანის პროპორციები დაცული. ზომები: სიგრძე -56მმ. წინა-უკანა-41მმ. გარდიგარდმო-51 მმ. მიომეტრიუმის სისქე და ექოგენობა თანაბარი. ენდომეტრიუმის სისქე-14.5 მმ. ბაზალური შრის ექოგენაბა დაქვეითებული.(ბოლო მენზესი 26.05.2018წ. დროული, მცირე ოდენობით). ღრუ დეფორმაციის გარეშე.თავისუფალი. საშვილოსნოს ირგვლივ ვასკულარიზაცია კარგად გამოხატული თანაბრად, საშვილოსნოს ირგვლივ ვარიკოზი საშუალოდ თანაბრად გამოხატული. საშვილოსნოს ყელი: ფორმა-შენხული, დეფორმაციის გარეშე. საშვილოსნოს ყელის არხის ექოგენობა არათანაბარი. არხის სიგრძე-36 მმ. არხი გამოხატული უმნიშვნელოდ მთელ სიგრძეზე. საკვვერცხეები : მარჯვენა: ზომები 29.9ხ19.6ხ23ხ6მმ. წონა-7.2 გრ.პროექცია ჩვეულებრივი. ექოსტრუქტურა დამახასიათებელი.ექოგენობა დმახასიათებელი.ვასკულირება დამახასიათებელი. მასში აღინიშნება ფოლიკულები დიამეტრით -3.6-5.2მმ. მარცხენა:ზომები-29ხ23.2ხ26.1მმ. წონა-9.2გრ. პროექცია ჩვეულებრივი.მასში აღინიშნება ფოლიკულები დიამეტრით -4-1.3მმ. პარამეტრუმი ექოგენობა დაქვეითებული. დუგლასის ფოსო თავისუფალი. სიგმა და ცეკუმი უმნიშვნელოდ შებერილი.
პასუხი:
მოგესალმებით,
თქვენს მიერ გამოგზავნილი ექოსკოპიური კვლევის პასუხის შედეგად, რაიმე პათოლოგიური არ ვლინდება. თუმცა, მიმოწერის რეჟიმში მხოლოდ ამ ანალიზის საფუძველზე პასუხს ვერ გაგცემთ.
დასაზუსტებელია ჩივილები, რის შემდეგაც საჭირო გახდა ექოსკოპიური კვლევა.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!