დისმენორეა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა! 15 წლის გოგონას მენსტრუაციის დროს ტკივილები აქვს. მაინტერესებს ეს ნორმალურია? და რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი გოგონა არაა მენსტრუალური ტკივილის ერთადერთი მსხვერპლი – ამით მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იტანჯება.
დისმენორეა, მტკივნეული მენსტრუაცია, ზოგჯერ რომელიმე დაავადებითაა გამოწვეული, ზოგჯერ კი აშკარა მიზეზის გარეშე წარმოიშობა.
დისმენორეას ახასიათებს მუცლის ქვედა ნაწილის, გავისა და წელის მიდამოს სპაზმური, მოპულსირე, მღრღნელი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ბარძაყსა და სწორ ნაწლავში გადაეცემა. ტკივილი მსუბუქიდან გაუსაძლისამდე ვარირებს და ზოგჯერ ისე აქვეითებს შრომის უნარს, რომ ყოველგვარ საქმიანობას შეუძლებელს ხდის. ზოგი თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისრევას და ფაღარათსაც კი უჩივის.
ქალის ორგანიზმში არის ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები, პროსტაგლანდინები, რომლებიც ტკივილისა და ანთების მექანიზმის მნიშვნელოვანი რგოლია.
მენსტრუაციის დროს საშვილოსნო იკუმშება და სისხლს გამოდევნის – პროსტაგლანდინები ამ პროცესშიც მონაწილეობს. საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვისას იჭყლიტება და ვიწროვდება მისი მკვებავი სისხლძარღვები, ირღვევა საშვილოსნოს სისხლით, შესაბამისად, ჟანგბადითა და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება და წარმოიშობა ტკივილი.
დისმენორეა თავისთავად არავითარ გართულებას არ იწვევს. საშიშია მენსტრუალურ ტკივილთან ასოცირებული დაავადებები. მაგალითად, ენდომეტრიოზმა შესაძლოა უშვილობამდე მოგვიყვანოს. მენჯის ღრუს ინფექციური დაავადების დროს იზრდება ფალოპის მილის შეხორცებისა და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს გარეთ ჩანერგვის (ექტოპიური ორსულობის) რისკი.
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის შეკრება და ფიზიკური გამოკვლევა. მენჯის ღრუს გამოკვლევისას მოწმდება რეპროდუქციული ორგანოები ანომალიის აღმოსაჩენად და ფასდება ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ინფექციური პროცესის გამოსარიცხად.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა