მოგესალმებით,
თქვენი სიმპტომების გათვალისწინებით, სავარაუდოდ საქმე ეხება ბაქტერიულ ვაგინიტს , რომელიც არის ვაგინის ანთების ფორმა, რომლის დროსაც ვაგინის ნორმალურ ფლორაში არსებული ერთი ან რამოდენიმე ტიპის ბაქტერია ჭარბად მრავლდება.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად ზოგჯერ სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევაც საჭიროა ,თუმცა შესაძლოა ყველაფერი თქვენი კვლევითაც დადგინდეს , ზოგადად კი , დაუცველი სქესობრივი კავშირი ბაქტერიული ინფიცირების დიდი რისკის მატარებელია.
ეს მდგომარეობები მოითხოვს გადაუდებელ მკურნალობას,სხვა შემთხვევაში ჩამოყალიბდება ქრონიკული პროცესი,რომლის განკურნება გაცილებით ძნელი და ხანგრძლივია, ვიდრე მწვავე ფაზის დროს მკურნალობა.
თავი აარიდეთ თვითმკურნალობას, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.
აუცილებელია, მიბრძანდეთ გინეკოლოგთან, რომელიც ანამნეზის საფუძველზე დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო შედეგების მიხედვით დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.
ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!