ოლიგომენორეა - გინეკოლოგია

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ მაწუხებს ჰიპერტენზია, მას მერე რაც შემიმცირდა მენსტრუაცია,არ მაქვს ერთი საკვერცხე,შეიძლება ეს პრობლემა ერთმანეთს უკავშირდებოდეს? ფარისებრი გამოკვლეული მაქვს TSH ნორმაშია.ვის მივმართო და რა თანხა დამჭირდება?
პასუხი:

მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.
არსებობს მენსტრუაციული ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი , როგორც თქვენ გვიხსნით თქვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს შემცირებულ მენსტრუაციასთან ანუ ოლიგომენორეასთან .
რამდენად იწვევს ის ჰიპერტენზიას, დისტანციურად ძნელი სათქმელი,თუმცა შესაძლოა მათ შორის კავშირის არსებობა ,ანუ ის ჰორმონული ძვრები ,რომელმაც გამოიწვია მენსტრუალური დარევები,ასევე შესაძლოა განაპირობებდნენ ჰიპერტენზიის წარმოშობას .
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს სიტუაციას და დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, შეგირჩევთ მკურნალობის შესაბამის მეთოდს.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა