პოლაკიურია, კუჭის ხშირი მოქმედება - გინეკოლოგია

კითხვა: მარიამობას გილოცავთ მაქვს ხშირი შარდვა,ასევე ხშირი კუჭის მოქმედება,ბოლო 2 კვირაა მაქვს ტემპერატურა 37. ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
პოლაკირუია, იგივე გახშირებული შარდვა თუ დაკავშირებულია უსიამოვნო შეგრძნებასთან და დისკომფორტთან ეს უკვე დაავადების ნიშანია.
უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ჩივილის მიზეზი შარდსასქესო სისტემის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებებია.
ეს დაავადებები შეიძლება იყოს გადაცემული სქესობრივი კავშირით, ისე შარდ-სასქესო გზების პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროფლორის ზრდით (ცისტიტი, პიელონეფრიტი და სხვა) განპირობებული.
ხშირი შარდვის სურვილი შეიძლება, ახლდეს თირკმელების, ურეთრის (შარდსადენი) ან წინამდებარე ჯირკვლის დაავადებას.
რაც შეეხება კუჭის ხშირ მოქმედებას, შესაძლოა, გამოწვეული იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, რომელიც მსხვილი ნაწლავის ფუნქციურ მოშლილობათა კომპლექსია. შესაძლოა, ამ სიმპტომთკომპლექსიდან გამომდინარეობდეს ტემპერატურის მაჩვენებლის ცვლილება.
როდესაც ეს ორივე სისტემა ერთდროულადაა ჩართული ავადობის პროცესში, შეგვიძლია ვივარაუდოთ გინეკოლოგიური სფეროს პათოლოგია, რომელიც მოითხოვს ამ სპეციალობის ექიმთან ვიზიტს და მის მიერ მდგომარეობაში გარკვევას.
გამოკვლევათა სპექტრი იქნება საკმაოდ ფართო და მასში საჭირო იქნება ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვევების გამოყენება.
ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი შეგიძლიათ დაგეგმოთ ჩვენს კლინიკაში ნებისმიერ დღეს.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა