კითხვა: გამარჯობა. 18 წლის ვარ და უკვე დაახლოებით 1-2წელია ვაგინიდან ძალიან ცუდი სუნი და ჭუჭყიანი მოყვითლო გამონადენი მაწუხებს. ვფიქრობ რამე ბაქტერიაა, მაგრამ თან გინეკოლოგთან მისვლაც მეშინია მშობელთან ერთად, რადგან ზოგჯერ ვმასტურბირებ(პატარა ნივთის "შეყოფით") და მეშინია, ქალიშვილი არ ვიყო. რას მირჩევთ? მარტო მოვიდე?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ჩივილების გამომწვევია ბაქტერიული ვაგინიტი, რომელიც არის ვაგინის ანთების ფორმა, რომლის დროსაც ვაგინის ნორმალურ ფლორაში არსებული ერთი ან რამოდენიმე ტიპის ბაქტერია ჭარბად მრავლდება.
ბაქტერიული ვაგინიტის სიმპტომებია:

  • ვაგინური თხელი გამონადენი, რომელსაც აქვს მონაცისფრო, თეთრი ფერი;
  • უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინა;
  • ქავილი ვაგინის არეში;
  • წვის შეგრძნება შარდვის დროს.

ქალების დიდ ნაწილს ბაქტერიული ვაგინიტის დროს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება.
თუ ბრძანდებით სრულწლოვანი, გინეკოლოგთან კონსულტაციაზე მოსვლა შეგიძლიათ მშობლის გარეშეც.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სრული გინეკოლოგიური კვლევა, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა