კითხვა: მოგესალმებით. ორი თვის ბავშვს აქვს ზედა მარცზენა კიდურზე ლიმფოსტაზი მკვეთრი შესიებით,მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე მეთოდი ამ ასაკის ბავშვისთვის სამკურნალოდ.
პასუხი:
მოგესალმებით! დიახ,არსებობს მკურნალობის სხვადასხვა გზები . თუ მკურნალობა სწორად წარიმართა, პროგნოზი საიმედოა, თუმცა სასურველი შედეგის მიღებამდე საკმაო ხანი გაივლის. მკურნალობა მოიცავს განმეორებით ოპერაციებს (აცილებენ დაზიანებულ ქსოვილებს, აკეთებენ მიკროქირურგიულ ლიმფოვენოზურ ანასტომოზებს - ლიმფურ სადინარს აერთებენ ვენასთან), მედიკამენტურ თერაპიას (p ვიტამინის პრეპარატები, ვენორუტონი, ტროქსევაზინი, პირიდოქსინი და ფოლიუმის მჟავა), სპეციალურ ჰიდრო და პნევმომასაჟებს, ფიზიო და ბალნეოთერაპიას (ნახშირმჟავების და გოგირდის მინერალური აბაზანები). გაცნობებთ ,ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს.თქვენს შემთხვევაში უნდა მიმართოთ , რომელიმე ბავშვთა კლინიკას . გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !