ლიმფოსტაზი

კითხვა: გამარჯომა .მაინტერესებს როგორ ვუმკურნალო ლიმფოსტაზს და განკურნებადია თუ არა?
პასუხი:

მოგესალმებით! ლიმფოსტაზი არის, ლიმფის დინების დარღვევა ლიმფურ სადინარებში, მათი დაცობის, დაზიანების ან განუვითარებლობის გამო, ვლინდება: ლიმფანგიოექტაზიით, ლიმფედემით. ზოგადად, ლიმფა ახორციელებს ორგანიზმში სითხის სწორ გადანაწილებას, ასრულებს დრენაჟულ ფუნქციას სისხლსა და ქსოვილებს შორის და არეგულირებს ორგანიზმში მეტაბოლურ თანაფარდობას, გამოაქვს ქსოვილებიდან ზედმეტი სითხე და მაღალმოლეკულური ნივთიერებები - ცილები და ემულგირებული ცხიმები, მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში.ლიმფის მიმოქცევის დარღვევისას შესაძლებელია როგორც ლიმფური კაპილარების, ასევე მსხვილი სადინარების ფუნქციის შეზღუდვა, პრობლემის გახანგრძლივაბისას, ვითარდება დეკომპენსაცია.მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანია სადინარების ტრავმული და პოსტოპერაციული დაზიანება (მაგალითად, ზემო კიდურის ლიმფოსტაზი სარძევე ჯირკვლებზე ოპერაციის გამო); სიმსივნის გამო სადინარის მექანიკური დაცობა, მორეციდივე წითელი ქარი (ქვემო კიდურების ლიმფოსტაზი), ჭარბი წონა, ჰიპოდინამია, შეუსაბამო ზომის ფეხსაცმლის ტარება, არასწორი ცხოვრების წესი. დასაწყისში უკმარისობა კლინიკურად ვლინდება შეშუპებით კიდურების დისტალურ ნაწილში, რომელიც პალპაციით (თითით შეხებით) რბილი და უმტკივნეულოა, ქრება ან მცირდება დასვენების შემდეგ და კანზე ტოვებს სხვადასხვა ზომის ნაოჭებს (თუმცა ამ უკანასკნელის არსებობა აუცილებელი არაა). დროთა განმავლობაში, პროცესი გენერირებს და შეშუპება მოიცავს კიდურის პროქსიმალურ ნაწილსაც, შეშუპება უკვე მუდმივი და მკვრივია, კიდური თანდათან დეფორმირდება, მსხვილდება (სპილოვანება), ჩნდება კანის ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპერკერატოზი, საბოლოოდ კი ვითარდება წყლულები და ნახეთქები, რასაც მოყვება ინფექციური და სხვა სახის გართულებები.შეუქცევადი ცვლილებების ჩამოყალიბებამდე, შესაძლებელია პრობლემის შედარებით ადვილად მართვა და შეჩერება ბუნებრივი გზებით, ორგანიზმის სარეზერვო ძალების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე. მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა ინდივიდუალურია თუმცა, თუ მკურნალობა სწორად წარიმართა, პროგნოზი საიმედოა. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან კონსულტაციაზე. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა