ლიმფური კვანძებისა და ელენთის გადიდება - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა,მყავს რვა წლის გოგო რომელსაც 2015 წლიდან დაეწყო ლიმფური კვანძების საგრძნობლად გადიდება ამაწლის ივლისის თვეში დაუდგინდა გადატანილი ვირუსული ინფექცია მონუნოკლეოზი,აქვს საკმაოდ გადიდებული ელენთა,მომენტალურად დროგამოშვებით აწუხებს მუცლის ტკივილები,აქვს სიყვითლე მთელ სხეულზე და სახეზე. ამ ბოლო დროს საკმაოდ გაუყვითლდა ფეხები.ამ ეტაპზე მონუნოკლეოზი აღარ აქვს როგორც მითხრეს მაგრამ ელენთა თავის მწყობრში არ უბრუნდება და ისევ გადიდებული რჩება.ხომ ვერ დამეხმარებით რა გავაკეთო როგორ მოვიქცე რომ ელენთა აღარ ქონდეს გადიდებული?რას მირჩევთ?მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ლიმფური კვანძი ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია.
რაც შეეხება, ელენთის გადიდებას – სპლენომეგალიას, მოგახსენებთ, რომ იგი უმეტესად მეორეულია. ელენთის პირველადი დაზიანება იშვიათია.
იმ პათოლოგიათა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება ელენთის გადიდების მიზეზად იქცეს, მრავალრიცხოვანია.
ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში ელენთა განსაზღვრულ როლს ასრულებს. მის წითელ პულპაში ხორციელდება ერითროციტების ხარისხის ერთგვარი კონტროლი, ხდება დაზიანებული ერითროციტების სისხლის მიმოქცევიდან ამოღება და დაშლა.
ანტისხეულების მიერ შებოჭილი ბაქტერიები და სისხლის უჯრედებიც ელენთის მეშვეობით სცილდება სისხლის მომოქცევის სისტემას.
სპლენომეგალიის აღსაკვეთად მკურნალობენ ძირითად დაავადებას. მაგალითად, ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული სპლენომეგალიის დროს ანტიბიოტიკური თერაპია ტარდება, ხოლო თუ ელენთის გადიდებას სხვა სიმპტომები არ ახლავს თან და მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ექიმი შემოგთავაზებთ ლოდინს და დინამიკაზე დაკვირვებას.
მძიმე გართულებების შემთხვევაში, იდიოპათიური (უცნობი მიზეზით გამოწვეული) სპლენომეგალიის დროს და მაშინ, როცა სპლენომეგალია მკურნალობას არ ექვემდებარება, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სპლენექტომია – ელენთის ამოკვეთა. სპლენექტომია ნაჩვენებია ქრონიკულ და კრიტიკულ შემთხვევებშიც.
გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
ამიტომ, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა