ლიპომა

კითხვა: ცხიმის დაგროვება ყურის ქვემოთ ქვედა ყბის დასაწყისი კანის ქვეშ მოძრავი მასა ნიგვზის კაკლის ზომის რომელიც, მოძრავია. შეკითხვა: გთხოვთ გაგვიმარტოთ რამდენად საყურადღებოა.
პასუხი:

გამარჯობა! ლიპომა კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშვება და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმის რეგულირების ცვლის მოშლასთანაა დაკავშირებული, ასევე ის შეიძლება სხვადასხვა დაავადების ფონზე განვითარდეს ან/და გენეტიკურად იყოს განპირობებული.ლიპომა , ადამიანს შეიძლება 10-20 წლის განმავლობაში ჰქონდეს და საფრთხეს არ ქმნიდეს (თუ ზომაში არ იზრდება). ცხიმოვანი წარმონაქმნების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული წესით არის შესაძლებელი. ძირითადად კეთდება დიდი განაკვეთი და იქედან ცხიმგროვა თავისი კაფსულიანად ამოაქვთ. თუმცა დიდი განაკვეთი ყოველთვის არ არის აუცილებელი და პატარა (1-2 სმ) ლიპომებს ლიპოსაქციით იღებენ კაფსულიდან . სანამ არ შეგაწუხებთ ლიპომის ზომა ,  არ შეგიქმნით დისკომფორტს , ან კოსმეტიკურ პრობლემას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ,საჭიროების შემთხვევაში კი მომართოთ კლინიკას და აუცილებლად დაგეხმარებით. გმადლობთ ,რომ ენდობით ჩვენს კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა