მალთაშუა დისკოს თიაქარი

კითხვა: წელის ტკივილი მქონდა საშინელი, დავლიე გამაყუჩებლები და ტკივილი გადამივიდა ფეხზე მუხლის ქვეშ. მიშლის სიარულსაც, ფეხზე დგომასაც რაშიძლება მივიღო? მადლობა დიდი
პასუხი:
მოგესალმებით,  წელის ტკივილი ხშირ შემთხვევაში ასოცირებულია  წელის მალების დისკოების  კომპრესიით ნერვებზე, ასევე საჯდომი ნერვის ანთებასთან.   საჯდომი ნერვის ანთება ხშირად იწვევს ფეხის ე.წ გაშეშებას და ის ირადირებს (გადაეცემა) ფეხის გასწვრივ. შესაძლებელია იყოს,  მალთაშუა დისკოს თიაქარი, რომელიც წარმოადგენს დეფორმირებული მალათაშუა დისკოს გადანაცვლებას ან გამოვარდნას. მალთაშუა დისკოს თიაქარი შეინიშნება ხერხემლის წელის მიდამოში. დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია პარასკევს. აღნიშნული აქციით  სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე   577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა