მედიკამენტური აბორტი - ორსულობა

კითხვა: ვარ 22 კვირის წამლით მოვიშორებ ნაყოფს და რამდენად საშიშია
პასუხი:

მოგესალმებით,
ხელოვნური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრულ ჩვენებათა არსებობისას, მაგალითად: თუ ორსულობა დადგა გაუპატიურებისას, ჩანასახის ზრდა მიმდინარეობს პათოლოგიურად, დედის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ორსულობა დადგა ინცესტის შედეგად, ორსულობის „შეჩერება“ ხდება საექიმო კომისიის გადაწყვეტილებით.
სანამ აბორტს გაიკეთებთ, გააცნობიერეთ რას ნიშნავს ის , რასაც თქვენ „ წამლით მოვიშრებ ნაყოფს“ ეძახით? ეს საკუთარი შვილისთვის, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა და იმდენად უსუსური, რომ თქვენი ორგანიზმის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, სიკვდილის განაჩენის გამოტანაა.
შეიძლება განრისხდეთ ჩვენზე, ისიც იფიქროთ „ნეტა ამათ ვინ კითხავთო“ , მაგრამ ეს ფაქტია ! არ აქვს ორსულობის ვადას მნიშვნელობა, განაყოფიერების პირველივე წუთიდან იძენს ემბრიონი 23-23 ქრომოსომას დედისა და მამისგან, ე.ი. უკვე განსაზღვრულია თუ როგორი იქნება ის.
შეიძლება გიჭირთ მატერიალურად, შეიძლება გათხოვილი არ ბრძანდებით და არ გინდათ მარტოხელა დედობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უარი თქვათ შვილზე.
რაც შეეხება მედიკამენტურ აბორტს, ის არც ისე უსაფრთხო ღონისძიებაა, რადგან აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები, მითუმეტეს, სასტიკად აკრძალულია 7 კვირის ( 49 დღის ) შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალის სიცოცხლეს უქმნის უდიდეს საფრთხეს !
შესაძლოა განვითარდეს ძლიერი სისხლდენა, რომელიც გამოვლენისთანავე საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას.
რა თქმა უნდა, ვერავინ გაიძულებთ უარის თქმას, მაგრამ სანამ გამოუსწორებელ ნაბიჯს გადადგამდეთ, გთხოვთ, დაფიქრდით.
გირჩევთ, სახლის პირობებში თვითნებურ აბორტს თავი აარიდოთ, რადგან საფრთხეს შეუქმნით საკუთარ სიცოცხლესაც.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ აბორტი არ კეთდება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა