მოგესალმებით, მენოპაუზა იწყება მაშინ, როცა საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ორი სასქესო ჰორმონის, ესტროგენისა და პროჟესტერონის, დონე კლებულობს და კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი ირღვევა. ეს, ჩვეულებრივ, 42-დან 55 წლამდე ასაკში ხდება.
მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისათვის ინდივიდუალურია: ზოგს არანაირი სიმპტომი, გარდა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტისა, არ აღენიშნება. ქალთა უმრავლესობას კი კლიმაქსისათვის დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს. ჩივილების უმეტესობა დროთა განმავლობაში სუსტდება და ქრება. ასეთებია: სხეულის პერიოდული წამოხურება (ეგრეთ წოდებული “ალები"), ღამით ოფლიანობა, ადვილად დაღლილობა; ემოციური ფონის ცვლილებები: გუნება-განწყობილებისა და სექსუალური ინტერესების დაქვეითება, ადვილად გაღიზიანებადობა; ძილის დარღვევა (უძილობა); კანისა და თმის გამოშრობა; შესაძლებელია სახესა და სხეულზე თმის მოჭარბებული ზრდა; თავის ტკივილი; გულის "ფრიალი" –სწრაფი და/ან არარეგულარული გულისცემა; უჰაერობა; კანის და გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი; ემოციური ლაბილობა.
თქვენ მიერ ჩამოთვლილი ჩივილები სავსებით შესაძლოა გამოწვეული იყოს მენოპაუზით. თუმცა ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ გინეკოლოგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგისვამთ ზუსტ დიაგნოზს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მედიკამენტებს თქვენი ჩივილების შესამცირებლად. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელიც გულისხმობს გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ ორი წლის წინ გავიკეთე ოპერაცია საშვილო ამომიღეს ფიბრომა მქონდა ვარ 43 წლის.მაქვს კლიმაქსური პერიოდი და გადამეზარდა ნერვოზში.ღამე არ მძინავს და დრო გამოშვებით უჰაერობას მაძლევს.მე მეგონა გულის ბრალი იყო მაგრამ გადავიღე და გული გამოირიცხა.მაინტერესებს კლიმაქსურმა ნერვოზმა თუ იცის უჰაერობა.
პასუხი: