მენსტრუალური ციკლის დარღვევა

კითხვა: გამარჯობა, ციკლი მაქვს საერთოდ არეული, ბოლოს მომივიდა 16,11 ში ბოლო 6 თვის მონაცემით ყველაზე დიდი შუალედი 42 დღე მაქვს, ურთიერთობა მქონდა 3_4 დეკემბრეს, ციკლი აღარ მომსვლია, მყავს ორი შვილი რამდენად შესაძლებელია ვიყო ორსულად და ტესტი აღარ აჩვენებდეს ჯერ? ისე არცერთ ორსულობაზე განსაკუთრებული არაფერი მიგრძვნია თავიდან
პასუხი:

გამარჯობა! მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.არსებობს მენსტრუაციული ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი ,როგორც თქვენ გვიხსნით თქვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს შემცირებული მენსტრუაცია ანუ ოლიგომენორეასთან – ამ დროს მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია .თუმცა ასევე სრულებით შესაძლებელია იყოს ორსულობა.გირჩევთ, მენსტრუა ლური ციკლის ნებისმიერი დარღვევის დროს დროულად მიმართოთ გინეკოლოგს. ეს თავიდან აგაცილებთ მრავალ გართულებას. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით,გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა