მოგესალმებით,
მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
მეტეორიზმის მიზეზის ძიება საკმაოდ სერიოზული და ზოგჯერ არცთუ მარტივი პროცესია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი გამოკითხვით იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩივილების თავისებურებათა შესახებ, ტარდება პაციენტის დეტალური გასინჯვა და ისახება შემდგომი კვლევის გეგმა. ლაბორატორიული კვლევები, საჭიროების შემთხვევაში - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური თუ ენდოსკოპიური (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია) გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, მეტეორიზმის ჭეშმარიტი მიზეზი დავადგინოთ.
რაც შეეხება პროთრომბინს, იგი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა.
პროთრომბინის დრო - PT (Prothrombin Time) - ისაზღვრება დრო (წამებში), რომლის განმავლობაშიც ანალიზისთვის აღებულ სისხლის პლაზმაში არააქტიური პროთრომბინისგან წარმოიქმნება თრომბის წარმომქმნელი ცილა - თრომბინი.
ნორმად კი ითვლება - 12.2-18.7 წმ.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტზე მითითებას ვერ მოგცემთ. თუმცა, ინტენსიური აირწარმოქმნისა და მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ ერიდეთ ისეთი საკვების მიღებას, როგორიცაა:
- რძე და რძის პროდუქტები (ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში);
- პარკოსნები (ლობიო);
- კომბოსტო;
- ისპანახი;
- ბროკოლი;
- კარტოფილი;
- მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი);
- ხელოვნური დამატკბობლები;
- ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (მათ შორის – გაზიანი მინერალური წყალიც);
- საღეჭი რეზინი.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტების მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!