მიოპია, ასტიგმატიზმი - ოფთალმოლოგია

კითხვა: გამარჯობათ.მაქვს თანდაყოლილი მიოპია ასტიგმატიზმი და უვეიტი.ადრინდელთან შედარებით ახლა პრობლემა უფრო გამირთულდა.ახალ მზერაში მითხრეს არაფერი გეშველებაო.იქნებ მირჩიით საქართველოს მასშტაბით ვინმე ძლიერი და ნორმალური ექიმი სადაც ჩამიტარებენ გამოკვლევას და იქნებ ოპერაციამ მიშველოს.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
სამყაროს შეცნობასა და გარემოსთან ურთიერთობაში ადამიანს ხუთი გრძნობა ეხმარება:

  • მხედველობა;
  • სმენა;
  • ყნოსვა;
  • გემოვნება;
  • შეხება.

ყველაზე მრავალფეროვანი თვალით აღქმული ინფორმაციაა. სწორედ ამ ორგანოს მეშვეობით აღვიქვამთ საგნების ფორმას, ფერს, განათებას, მდებარეობას, თუმცა იდეალური მხედველობა ყველას როდი აქვს.

მიოპია

ახლომხედველობა, მხედველობის ისეთი დეფექტია, რომლის დროსაც თვალს ზომაზე მეტი გარდამტეხი ძალა ან წინა-უკანა ღერძი აქვს და ამის გამო გამოსახულება ეცემა არა ბადურაზე (თვალის უკანა კედელზე), არამედ მის წინ. ამ დროს ადამიანი ახლო მანძილზე კარგად ხედავს, შორს კი ცუდად. დიახ, ეს არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი.
პროგრესირებადი მიოპია თვალის წინა-უკანა ღერძის ზრდას განაპირობებს, რაც თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი ცვლილებებია:

  • მინისებური სხეულის დესტრუქცია;
  • ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინული დისტროფიები;
  • სისხლჩაქცევებ;
  • ბადურას ნახეთქები და ჩამოცლა. რამაც საბოლოოდ შესაძლოა სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს.

ასტიგმატიზმი

იგი შესაძლებელია, იყოს თანდაყოლილი მანკიც და შეძენილიც. თვალის ასტიგმატიზმი მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული მანკია, რომელიც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შრეების (უმეტესად - რქოვანა გარსის) არასფერული ფორმით. ამ დროს თვალში შემავალ სხივთა გარდატეხა სხვადასხვა სიბრტყეში სხვადასხვანაირად ხდება, რაც იწვევს გამოსახულების დეფოკუსირებას და, აქედან გამომდინარე, მხედველობის დაქვეითებას. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ასტიგმატური თვალების მქონე ადამიანი ხედავს თითქმის ისევე, როგორც კარგად მხედველი, ოღონდ დანისლულ მრუდე სარკეში, ამიტომ ასტიგმატიკები, ისევე როგორც ახლომხედველები, საგნების უკეთ დასანახად ხშირად თვალებს ჭუტავენ.
არაკორეგირებული ასტიგმატიზმი ხშირად მხედველობითი დისკომფორტისა და თავის ტკივილის მიზეზადაც იქცევა.

უვეიტი

თვალის შუა გარსის ანთებაა, რომელსაც უვეა ან უვეალური ტრაქტი ეწოდება. მიოპიის და ასტიგმატიზმის მკურნალობა შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა თანდართული უვეიტი. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი და მხოლოდ ამ მიმართულებით მკურნალობის და დადებითი შედეგის შემთხვევაშია შესაძლებელი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა ოფთალმოლოგის მიერ. უვეიტის მიზეზთა შორის არის ორი მთავარი – სისტემური დაავადებები, რომელთა დასადგენად საჭიროა რევმატოლოგთან ვიზიტი ან ვირუსული დაავადებები, რომელთა საკვლევად და სამკურნალოდ საჭიროა ვირუსოლოგ–ინფექციონისტის ჩართვა.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაცია რომელიც მიმდინარეობს ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო ლაბორატორიული კვლებისათვის მიმართეთ ინფექციონისტ პაატა წიკლაურს კლინიკაში „ტესტი IMP" თბილისი. ონიაშვილის ქ. 20.
ჩვენს კლინიკაში, ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა