მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ფიმოზის ( მოკლე ლაგამი) მკურნალობის მეთოდებიდან ყველაზე ეფექტური მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია, რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის მოკვეთას ითვალისწინებს. განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რაც ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას გულისხმობს.
ჩვენს კლინიკაში მანიპულაციის ღირებულებაა დაახლოებით 450 - 500 ლარი. ოპერაციას არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
მინი-ოპერაცია კეთდება გეგმიურად, რომელიც გრძელდება 10 წუთი, კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ, პაციენტი იმ დღესვე იწერება სახლში, არ საჭიროებს ბიულეტენს.
მობრძანდით კლინიკის აქციის ფარგლებში, ხუთშაბათს, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი მოგაწვდით მკურნალობასთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/34
უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა აუცილებელია, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !