კითხვა: გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ თუ შესაძლებელია. პაციენტია 74 წლის და აწუხებს მუცლის ტკივილი. თუ შეიძლება თქვენთან ფორმა 100 ის აღება სადაც აუცილებლად ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა იქნება ჩაწერილი. ქალბატონი სოციალურად დაუცველია. მას გამგეობა დააფინანსებს და თუ შეიძლება ისევ თქვენთან ჩაიტაროს გამოკვლევა. მადლობა
პასუხი:
გამარჯობა! ჩვენ შევძლებთ თქვენს დახმარებას . პაციენტი უნდა ჩაეწეროს უფასო კონსულტაციის ფარგლებში ქირურგთან ,რომელიც დაუწერს ფორმა #100 , რის საფუძველზეც გაიცემა კალკულაცია.შემდგომ კი წარადგენთ დასაფინანსებლად. აუცილებელია წინასწარი ჩაწერა დაგვიკავშირდით კლინიკის ცხელ ხაზზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !