მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია - მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია

კითხვა: მოგესალმებით.დიდიხანია მაქვს თავის ტკივილები,ამ ეტაპზე ტკივილი მაქვს ყოველდღიური,მთელი თავი და კისერი მაქვს დაჭიმული,მინდა გავიკეთო მაგნიტურ რეზონანსული ტომიგრაფია მთლანი სხეულის,მაინტერესებს თქვენი კლინიკა თუ დამიწერს ფორმა 100,დაფინანსებისთვის,რადგან ვარ სოციალურად დაუცველი და რომელ ექ იმს უნდა მივმართო? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (დეტალური კვლევა) აქციის ფარგლებში – 570 ლარად.
კვლევის ხანგრძლივობა 2 საათს აღწევს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა მობრძანდეთ ნევროლოგთან, რომელიც შეკრებს ანამნეზს და ამის შემდეგ განსაზღვრავს რომელი კვლევის ჩატარება იქნება უპრიანი.
კლინიკის აქციის ფარგლებში შესაძლებელია ჩაიტაროთ ასევე:

მთლიანიხერხემლისადაზურგისტვინისმაგნიტურრეზონანსულიტომოგრაფია: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografiasთავისტვინისადაკისრისმალებისმაგნიტურ-რეზონანსულიტომოგრაფია:  https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

 მონაცემთა შეჯერების შემდეგ, რა თქმა უნდა შესაძლებელია, ნევროლოგისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს კვლევას.

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა