მუცლის ღრუს ორგანოების მრტ კვლევა

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს მუცლის ღრუს MRT კვლევა იკვლევს თუ არა კუჭს და თორმეტგოჯას და რა ღირს? მადლობა
პასუხი:

გამარჯობა! მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის და პანკრეასის) და სანაღვლე გზების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ნაჩვენებია :

ღვიძლის და ნაღვლის მილების პირველადი ან მეორადი სიმსივნის, ცხიმოვანი დისტროფიის, აბსცესების, მოცულობითი წარმონაქმნების (კისტები, მათ შორის პარაზიტული), ღვიძლის ციროზის არსებობაზე ეჭვის დროს ,მექანიკური სიყვითლის კლინიკური სურათის დროს, სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად , გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატომეგალიის დროს , ტრავმატული დაზიანების დროს, ჰეპატო-ცერებრული დისტროფიის დროს, ნაღვლის სადინარში ქვების არსებობის ან გამორიცხვის მიზნით, ქოლელითიაზის დროს , მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის დროს , მოცულობითი წარმონაქმნების, პირველადი და მეორადი სიმსივნის არსებობის ეჭვის გამოჩენის დროს, მუცლის ღრუს პარენქიმული ორგანოების იშემიური დაზიანების დროს

მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის სისტემის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აირჩევა მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოების პარენქიმული ფორმირებების დიფერენციული დიაგნოსტიკისათვის.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის ყველაზე ინფორმატიული მეთოდი ღვიძლის კეროვანი დაზიანებების (მეტასტაზის, ჰემანგიომის, ადენომების, კეროვანი კვანძოვანი ჰიპერპლაზიის, ჰეპატოცელულური კარცინომის და სხვა სიმსივნეებისა და სიმსივნის მსგავსი პროცესების) დიაგნოსტიკასა და დიფერენცირებისთვის.
როდესაც ვიკვლევთ კუჭს და თორმეტგოჯას , ამ შემხთვევაში მეტად ინფორმატიულია ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი–გასტროსკოპია ან რენტგენოსკოპიული კვლევა .დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის პირობებით ,რომლის ფარგლებშიც გასტროსკოპიას ჩაიტარებთ მხოლოდ 90 ლარად, ასევე გაივლით ქირურგთან და გასტროენტეროლოგთან კონსულტაციას . აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა