ნაღვლის ბუშტის პოლიპი - მკურნალობის ტაქტიკა

კითხვა: მოგესალმებით. 44მმ ზომის პოლიპი მაქვს ნაღვლის ბუშტში.ოპერაციის გარეშე შესაძლებელია ამ პოლიპის გაწოვა ,ალაგება?ოპერაციის გაკეთება ანუ ნაღვლის ამოღება არ მაწყობს.გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით! მოგახსენებთ , კლინიკაში მსგავსი ტიპის ოპერაციული მკურნალობა ტარდება ლაპარსკოპიული მეთოდით .

ოპერაციული ჩარევით პოლიპის ამოკვეთისას , როგორც წესი , ნაღვლის ბუშტიც იკვეთება. რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას - მკურნალობისას გასათვალისწინებელია პოლიპის ზომა , რამდენი მოიმატა ზომაში პოლიპმა ერთი წლის განმავლობაში და სხვა დამატებითი კლინიკური ჩვენებები. ჩვენი რჩევა იქნება მობრძანდეთ კლინიკაში , და გაიაროთ კონსულტაცია ქირურგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, განსაზღვრავს და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს, თუ არის შესაძლებელი პოლიპის მოცილება და ნაღვლის ბუშტის შენარჩუნება . ამ ეტაპზე კლინიკაში მიმდინარეობს აქცია , რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ გაიაროთ უფასო კონსულტაცია ქირურგთან, თუ გაქვთ საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა. ასე დისტანციურად ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება საბოლოო პასუხის გაცემა . დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინეტერსდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა