ნაყოფის პრენატალურ განვითარებაში ჩამორჩენა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა.ბოდიშით რომ გაწუხებთ,მაგრამ იქნებ დამეხმაროთ და უყურადღებოთ ნუ დამტოვებთ.ვარ 38 კვირის და 1 დღის ორსული ციკლით,ფეტომეტრიით 35 კვირის და 5 დღის.ჩამორჩენა აქვს ნაყოფს განვითარებაში,წონის მხრივაც 2,600ია ნაყოფის წონა. 6 კვირიდან მოყოლებული ყოველდღე ვსვამ კარდიომაგნილს75-იანს და ვიკეთებ კლექსანს 0,4-იანს დღემდე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამო.3 თვემდე ორჯერ ავიღე კარდიოლიპინების ანალიზე M და G ფორმებზე და ორივეჯერ მომატებული იყო ერთნაირად.M ფორმა ნორმა <7 ზე ნაკლები ეწერა მე 8 მქონდა,G ფორმა ნორმა <10 ზე ნაკლები და მე 12 მქონდა.კოაგულოგრამას ყოველ 2 კვირაში და თვეში ერთხელ ვიღებდი.ხან ნორმაზე დაბალი მქონდა,ხანაც ნორმაზე მაღალი.ბოლოს კოაგულოგრამა 37 კვირა და 3 დღეზე 25 დეკემბერს გავიკეთე და 434 მქონდა(ნორმა 200-400) უწერია.დ დიმერიც თითქმის ამ ვადაზე 1 დღით ადრე ავიღე და 1,93 მქონდა ნორმის მაჩვენებელი მესამე ტრიმესტრში -<1.70 უწერია.ამათ მიხედვით მშობიარობამდე ან საკეისრომდე რამდენი ხნით ადრე უნდა მოიხსნას კლექსანი?და მოხსნის შემთხვევაში ის პერიოდი საფრთხე ხომ არ შეექმნება ნაყოფს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. მდგომარეობას, როდესაც საშვილოსნოსშიდა განვითარების პროცესში ნაყოფს ვერ მიეწოდება საკმარისი ოდენობის საკვები ნივთიერებები და ამით ირღვევა მისი ზრდისა და განვითარების პროცესი, ეწოდება ნაყოფის პრენატალური (საშვილოსნოსშიდა) განვითარების შეფერხება ან ნაყოფის ჰიპოტროფია.
განვითარების შეფერხებას იწვევს ფეტო-პლაცენტური უკმარისობა, რომლის დროსაც დედის ორგანიზმის და/ან პლაცენტის პათოლოგიები განაპირობებენ ნაყოფის „შიმშილს“ - საკვები ნივთიერებების მიწოდების დეფიციტს.
პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს ჰიპოტროფიის მიზეზები.
მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, თუ ნაყოფის ზრდის სტიმულირება და გესტაციურ ვადასთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ იქნება მიღწეული, შემდგომი მითითებები და ღონისძიებები თქვენმა მეან–გინეკოლოგმა უნდა განახორციელოს.
დამოუკიდებლად არ შეწყვიტოთ ან გააგრძელოთ კლექსანით მკურნალობა !
აუცილებლად სთხოვეთ თქვენს გინეკოლოგს, მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე , რადგან ეს მისი კომპეტენციაა და მასზე უკეთ ვერავინ გიპასუხებთ.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა