ნეფროლითიაზი ორსულობის დროს - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა. ვარ 22 კვირის ორსული,მაქვს თირკმელში კენჭი.. ვსვამ ტუტუკონს არ მაქვს ძლიერი ტკივილები,საკმაოდ ასატანი ტკივილები მაქვს. ამიტომ არანაირ ზედმეტ გამაყუჩებელს არ ვიღებ მაინტერესებს ორსულობას საფრთხეს უქმნის?! ადრეც მქონია და ჩემით დავბადე 2 წლის წინ.. ახლა მითხრეს საწყისი სტადია არისო. ტუტუკონი კიდევ რას უწყობს ხელს რომ მითხრათ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ნეფროლითიაზი;
  • რა იწვევს თირკმელში კენჭებს ორსულობის დროს;
  • რა არის პიელონეფრიტი;
  • თირკმლის კენჭოვანი დაავადების მკურნალობა;
  • რა არის ტუტუკონი.

ორსულობის დროს თირკმელები ორმაგი დატვირთვით მუშაობენ, რადგან, ისინი არა მარტო ქალს, არამედ ნაყოფსაც ემსახურებიან.
თირკმლის ქვები, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ანუ ნეფროლითიაზი ძალიან გავრცელებული პათოლოგიაა ორსულ ქალებში.

nefrolitiazi_da_orsuloba


იქიდან გამომდინარე, რომ ორსულობის დროს, ქალბატონში ანატომიური და პათოფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, იზრდება ნეფროლითიაზის განვითარების რისკიც.
გასათვალისწინებელია ორსულობის დროს მეტაბოლური ცვლილებებიც, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ნეფროლითიაზის წარმოქმნას.
შესაბამისად, დიაგნოსტირებული ნეფროლითიაზის მართვა ორსულ ქალბატონებში უნიკალურ და მრავალდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს.
აუცილებელია კვალიფიციური დაკვირვება დინამიკაში, რათა ნეფროლითიაზმა არ გამოიწვიოს პიელონეფრიტი ( თირკმლის მენჯის, ფიალებისა და თირკმლის პარენქიმის ანთება), რადგან მისმა ქრონიკულმა ფორმამ, შესაძლოა, ნაყოფზე არასასურველი გავლენა იქონიოს.
საწყის ეტაპზე, თირკმლის კენჭოვანი დაავადების მკურნალობა კონსერვატიულია, რადგან პაციენტების 70-80% ჩარევის გარეშე გამოდევნის კონკრემენტებს.

orsuloba

ტუტუკონი 

ეს არის კენჭოვანი დაავადების დროს გამოსაყენებელი კომბინირებული პრეპარატი. მას აქვს დიურეზული მოქმედება, აღადგენენ თირკმელების მილაკების ეპითელის ფუნქციას.
აქვს სპაზმოლიზური მოქმედება, აფართოვებს თირკმელების სისხლძარღვებს და შარდ-გამომყოფი სისტემის ორგანოების კუნთოვან კედელს, ასევე, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ტუტუკონი, როგორც სამკურნალო საშუალება, ორსულობის დროს გამოიყენება სპეციალისტის დანიშნულებით, რეკომენდებულ დოზებში.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მეან-გინეკოლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ორსულობის მართვაში ჩართავს უროლოგს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა