უნაგირა საშვილოსნო - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა მაქვს უნაგირა საშვილოსნო და ვარ 3 კვირისსს ორსულიიი რამე პრობლემააა ხომ არაარისსს???
პასუხი:

მოგესალმებით,
უნაგირა საშვილოსნო არის საშვილოსნოს განვითარების ერთ–ერთი სახეობა.
ვინაიდან საშვილოსნოს განვითარების მანკს, წესისამებრ, სხვა პათოლოგიებიც ახლავს თან (მაგალითად, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ), შესაძლოა, ორსულობა ნაადრევად შეწყდეს.
თუ უნაგირა საშვილონოს აქვს ტიხარი, ორსულობა ხშირად სპონტანური აბორტით სრულდება.
უნაგირა საშვილოსნოს ხშირად ერწყმის მენჯის შევიწროება. საშვილოსნოს პათოლოგია ნაყოფის არასწორ მდებარეობას იწვევს, რაც ბუნებრივი გზით მშობიარობას შეუძლებელს ხდის.
სასურველია, ასეთ დროს ორსულობის მართვა ხდებოდეს მეან-გინეკოლოგის დაკვირვებით.
მიმართეთ თქვენს ექიმს, ხოლო თუ ჯერ არ გყავთ მეან–გინეკოლოგი, ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სამეანო აქცია.
ჩვენს კლინიკაში დარეგისტრირებული ორსულები გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/27483/klinika-%E2%80%9Eakhal-sicockhleshi%E2%80%9C-daregistrirebuli-orsulebi-gaumjobesebuli-pirobebit-isargebleben-
ვიზიტის შემთხვევაში, აუცილებლად მოგემსახურებიან თქვენი სურვილის შესაბამისად.
კლინიკაში არის ძალიან თბილი გარემო და გვყავს მაღალკვალიფიციური ექიმები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა