კითხვა: გამარჯობა, 6კვირის ორსული ვარ და გულის ცემა 70-80წუთში დარტმა და საშიშია? ნორმა რამდენია დასაშვები
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ბავშვის გულისცემასთან დაკავშირებით, გულისცემის რითმი პასუხობს ცვლილებებით არასასურველ პათოლოგიურ სიტუაციებს.
მთავარი ფაქტორი კი, რომელიც ნაყოფის გულისცემის რითმს ცვლის არის მისთვის მიწოდებული ჟანგბადის დეფიციტი - ჰიპოქსია.
ზოგადად, მეექვსე კვირაში, ნაყოფის გულისცემის ნორმის მაჩვენებელია 105-125 დარტყმა წუთში.
აუცილებელია განმეორებითი ვიზიტი გინეკოლოგთან, რათა დაზუსტდეს გამომწვევი მიზეზი და მოგეცეთ შესაბამისი მითითება.
ვიმედოვნებთ საშიში არაფერია და განმეორებითი ვიზიტის შემდეგ, მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !