ორსულობა საკეისრო კვეთის შემდგომ - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, 29 იანვარს გავიკეთე საკეისრო კვეთა, ნაკერი არ არის პლასტიკური ჩვეულებრივი ძაფებიანი ნაკერი მედო, ახლა ვარ ორსულად დაახლოებით 4-5კვირის მაინტერესებს შეიძლება ორსულობა როცა საკეისროდან 7თვეა გასული? ან წინა საკეისრო თუ არის ეხლა ისევ საკეისროს ჩვენება და სახელმწიფო აფინანსებს თუ არა? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
საკეისრო კვეთის შემდეგ განმეორებით ორსულობა თანამედროვე გაიდლაინებით რეკომენდირებულია 2 წლის შემდეგ, მაგრამ არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ეს დადგენილი ვადა ირღვევა და ქალები სრულიად ნორმალურად მშობიარობენ, თუმცა მიდგომა ინდივიდუალური გახლავთ – ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკერის მდგომარეობას, ორსულობის მიმდინარეობას, საშვილოსნოს კუნთოვანი სისტემის მდგომარეობას და ა. შ. ასე, რომ ეს საკითხი გინეკოლოგთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალ სიცოცხლეში ",სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეაფასებენ თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებიან ორსულობის პერიოდის მართვაში.
რაც შეეხება მშობიარობას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მშობიარობის ღირებულებაა 700 ლარი, ამაში შედის 2 საწოლიანი პალატა – 4 ჯერადი კვებით.
ამ 700 ლარიდან, საყოველთაო აფინანსებს 500 ლარს.
ცალკე ფასია : გაუტკივარება - 170 ლარი.
საკეისრო კვეთის ღირებულებაა 1050 ლარი.
თუ სამედიცინო ჩვენებით კეთდება საკეისრო, საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს 800 ლარს.
თუ თქვენი სურვილით გსურთ, მაშინ - 500 ლარს.
პალატა არის 2-3 ადგილიანი, რისი ღირებულებაც შედის 1050 ლარში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა