უსისხლო სპონტანური აბორტი - ორსულობა

კითხვა: გამარჯობათ ვიყავი ორსულად 12 კვირაში მომეშალა მუცელი ,ეს ვიზიტი იყო მესამე რა დღესაც გავიგე რო შეწყდა ორსულობა არანაირი სისხლანი გამონადენი არ მქონია ვიზიტის წინა საღამოს მხოლოდ ამტკივდა მუცელი რამდენდ შესაძლებელია როცა ნაყოფი წყდება რო სისხლი არ წამვოდეს ოდნავ მაინც
პასუხი:

მოგესალმებით,
ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში აუცილებლად ჩნდება ზედაპირული ჭრილობა, ამიტომ სისხლიანი გამონადენის არარსებობა აბორტის შემდეგ, ისევე როგორც ძლიერი გამონადენი, პოტენციურად სახიფათო სიმპტომია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს !
მიმართეთ თქვენს მეან–გინეკოლოგს, ან მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, სადაც დაგხვდებათ ზედმიწევნით ადეკვატური გარემო და მოგემსახურებით შესაბამისად.
გარწმუნებთ, რომ თქვენი მდგომარეობა მეტად საყურადღებოა, ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და ნუ გადადებთ ვიზიტს !

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/4

სხვა დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა