მოგესალმებით!
დისტანციურად პასუხის გაცემა რთულია, ასეთ დროს, ძალიან ბევრ რამეს, პატარა ნიუანსსაც კი, აქვს მნიშვნელობა, შევეცდებით ზოგადად მოაგხსენოთ.
გეგმიური საკეისრო კვეთის ჩატარებამდე ფასდება ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა. ამ დროს გადამწყვეტია ნაყოფის დღესრულობა ანუ მომწიფების ხარისხი, რაც მოიცავს მის წონას, რომელიც 2500 გრამზე მეტი უნდა იყოს, მის ანთროპომეტრიულ მაჩვენებლებს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მომწიფების ხარისხს, მის მდებარეობას საშვილოსნოს ღრუში
ორსული ქალის შეფასებას მეანთან ერთად ადგენს ანესთეზიოლოგი, სპეციალისტები შეაფასებენ ორსულის საშვილოსნოს და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მდგომარეობას და ამის შემდეგ, განსაზღვრავენ ანესთეზიის სახეობას.
ექიმისთვის არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკის ზრდას ნიშნავს. ჩვენს კლინიკაში ყველა პაციენტი წერილობით პასუხობს კითხვარს, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ 50-მდე კითხვას მოიცავს და ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას ეხება. ექიმის რეკომენდაციის შეუსრულებლობა, ზოგიერთისთვის - ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგალითად, ოპერაციის წინ წყლის მიღების აკრძალვის ჩათვლით, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ პაციენტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ანესთეზიოლოგის ყველა მითითება.
გირჩევთ, აღნიშნული კითხვით მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს და სთხოვოთ, მაქსიმალურად გაგარკვიოთ დეტალებში და მოგაწოდოთ სრული, ამომწურავი ინფორმაცია.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, სადაც მიმდინარეობს უფასო კონსულტაციები გინეკოლოგთან, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.ვარ 7 თვის ფეღმძიმე ექიმმა დამიგეგმა საკეისრო კვეთა ნარკოზით ჩემთვის არის იქნება მესამე ნარკოზი მაინტერესებს ხომ არაფერი გართულება მექნება ამ მესამე ნარკოზის შემდეგ
პასუხი: