ოფთალმოლოგთან ვიზიტი

კითხვა: მოგესალმებით. ვარ 30 წლის ქალი. 1 კვირის წინ გავიკეთე თვალზე ლაზერით ბადურის ფოტოკოაგულაცია,მქონდა დისტროფიული უბანი ნახეთქით. ამ თვალზე მეორესთან შედარებით გუგა ისევ გადიდებულია. რისი ბრალი შეიძლება იყოს ან როგორ მოვიქცე რომ ჩადგეს ფორმაში და მეორეს გაუთანაბრდეს? უკვე 1 კვირა გავიდა და ძალიან ვნერვიულობ.მადლობა წინასწარ
პასუხი:

გამარჯობა!  ჩვენ ცხადია,შეგვიძლია გაგცეთ სავარაუდო პასუხი,მაგრამ არაკორექტულია ნაოპერაციები პაციენტი სხვა ექიმმა შეაფასოს დისტანციურად.სწორი და გამართლებულია  მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიიღოთ მისგან პასუხი თქვენს შეკითხვებზე .საჭიროების შემთხვევაში ,ჩვენთან დამატებითი კონტაქტის შემდეგ,დაგიბარებთ გასინჯვაზე ჩვენი კლინიკის ოფთალმოლოგთან .გმადლობთ ,რომ ენდობით კლინიკას ,გისურვებტ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა