მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს ორალურ კანდიდოზს;
- ორალური კანდიდოზის დიაგნოსტირება;
- ორალური კანდოდოზის მკურნალობა.
ორალური კანდიდოზი ფართოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. გამომწვევია Candida-ს გვარის საფუარის
მაგვარი სოკო, რომელიც არ წამოქმნის სპორებს.
დიახ, თქვენი ვარაუდი მართებულია, უმეტესად ავადდებიან პაციენტები, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციები სხვადასხვა მიზეზთა გამო და მათ შორისაა ონკოლოგიური დაავადებები.
დიაგნოზი რა თქმა უნდა ლაბორატორიულად უნდა დადასტურდეს, რისთვისაც საჭიროა პირის ღრუს ნაცხის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა და ნადების მიკროსკოპია.
რაც შეეხება მკურნალობას, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია და გულისხმობს:
- ეტიოტროპულ თერაპიას;
- ფონური დაავადების გამოვლენას და მკურნალობას;
- ვიტამინოთერაპიას (ვიტამინები B და C ჯგუფის);
- პირის ღრუს სანაციას;
- დიეტოთერაპიას (ნახშირწყლების შეზღუდვა, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარი
- პროდუქტების მიღება).
მედიკამენტური თვალსაზრისით ინიშნება:
- ადგილობრივი სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატები:
- ტუტოვანი სავლებები;
- ანტისეპტიკური საშუალებები;
- ჰალოგენები;
- ადგილობრივად მოქმედი იმუნომოდულატორები;
- ანტიჰისტამინური პრეპარატები.
საწყის ეტაპზე უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან სტომატოლოგს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაში ჩართავს სხვა სპეციალისტს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/stomatologia/57
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!