მოგესალმებით,
ენა ადამიანის ორგანიზმის უნიკალური ნაწილია, რომლის დახმარებითაც, ვამყარებთ კომუნიკაციას და ვიღებთ სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს. ყვითელი ფერის ნადების არსებობა, უმეტეს შემთხვევაში, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებაზე მიგვანიშნებს. თუმცა , ასევე შეიძლება აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, თუ ნადებს თან ახლავს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი და გულისრევის შეგრძნება.აგრეთვე შესაძლებელია გამოიწვეული იყოს კანდიდოზის მიერ. ყვითელი ფერის ნადებს, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებაც იწვევს, მაგალითად: ანტიბიოტიკები, თავისთავად არ იწვევენ ყვითელ ნადებს, თუმცა მათი ზემოქმედება ღვიძლზე, უკვე ხდება მიზეზი იმისა, რომ ენაზე ბაქტერიები დაგროვდეს. პაციენტები უჩივიან ტკვილს ყელის არეში, ხშირად იმატებს ტემპერატურაც.
ასეთი დაავადებები სასურველ გარემოს ქმნის, ბაქტერიების წარმოსაქმნელად. ადგილობრივი ანთებითი პროცესები, როგორიცაა ყელის ტკივილი, კარიესი, გინგივიტი, გლოსიტი ან სტომატიტი ასევე ქმნიან ყვითელ ნადებს.
გაისუფთავეთ ენა ყოველ დილა-საღამოს, ჯაგრისის რბილობის დახმარებით. გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი საკვების მიღება. მირთვით რძის პროდუქტები და მარცვლეული.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენი რჩევა იქნება პირველ რიგში მიმართოთ თერაპევტს, რომელიც უშუალო კონსულტაციის შემდეგ, შეკრებს ანამნეზს და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: დილით რომ ვიღვიძებ პირი მაქვს მწარე და ენაზე მაქვს ყვითელი ნადები.(სიგარეტს არ ვეწევი) რისი ბრალია.
პასუხი: