კითხვა: მოგესალმებით ძალიან ხშირად მაქვს სტომატიტი ორი დღის წინ კი ენის გვერდზე მოკბეჩილივით მაქვს და მეწვის .ყბის ქვეშ კი რაღაც ტკივილი დამეწყო ხელის შეხებისას ვგრძნობ რომ ჯირკვალია შეიძლება სტომატიტმა გამოიწვიოს ყბის ქვეშ ტკივილი.ანალიზი რამდენიმე წლის წინ გავაკეთე და უხვი ზრდით სტრეპტოკოკი ამოითესა მკურნალობას დამინიშნეს მარა არაფერი მშველის.იქნებ რამე მირჩიოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
სტომატიტი წარმოადგენს პირის ღრუს ლორწოვანის ანთებას. იგი ვლინდება ლორწოვანის გაწითლებით ან გასიებით, ტკივილით ან დისკრეტული წყლულებით.
აფთოზური წყლულები სტომატიტის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. ეს არის მწვავე მტკივნეული წყლულები ენაზე ან ტუჩებისა და ლოყების შიდა მხარეს.
სტომატიტს ზოგადად გააჩნია რამდენიმე შესაძლო გამომწვევი მიზეზი, რომლებიც შესაძლოა კვეთდეს ერთმანეთს ან ახასიათებდეთ ურთიერთქმედება.
სტომატიტის გამომწვევი ადგილობრივი მიზეზები შესაძლოა იყოს:

  • ტრავმა, გამოწვეული არასათანადო სტომატოლოგიური მკურნალობით ან დაინფიცირებული სტომატოლოგიური იარაღით.
  • ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, როგორიცაა მარტივი ჰერპეს ვირუსი და ჰერპეს ზოსტერი, ხელით-ფეხით-პირით გადამდები დაავადებები.
  • დასუსტებული ან დეფიციტური იმუნიტეტი.
  • ძლიერი ქიმიკატებით გამოწვეული ქიმიური გაღიზიანება და ა.შ.

ყბისქვეშა ჯირკვლის შეშუპება, ძირითადად ანთებითი პროცესების მანიშნებელია.
სტრეპტოკოკული დაავადების ყველაზე გავრცელებული გამომწვევი A ჯგუფის წარმომადგენელია, ის ჩირქმბადი ბაქტერიაა.
ყელის დაავადებათა უდიდესი ნაწილი სტრეპტოკოკული ინფექციის წილად მოდის.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი რჩევაა მიმართოთ სტომატოლოგ–თერაპევტს რომელიც შესაბამისი კვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე დაგინიშნავთ მკურნალობას, ან გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა