სტომატოლოგიური პრობლემა - სტომატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, სამი კვირის წინ დავიპლომბე ზედა ყბის ორი საღეჭი კბილი სხადასხვა მხარეს, სამი დღეა დამეწყო ერთერთი კბილის ტკივილი, შეხებაზე,დაღეჭვაზე ძალიან მტკივა და ასევე ცივზე,ცხელზე,ტკბილზე მაქვს რეაქცია. მუდმივად ვგრძნობ ყრუ ტკივილს. კბილის გაკეთებიდან ორ დღეში წამოვედი გერმანიაში. რამეს ხომ ვერ მირჩევდით რა შეიძლება რომ გავაკეთო, რომ დავაცხრო ტკივილი ან რისი ბრალია?
პასუხი:

მოგესალმებით,
კბილის მკურნალობისა და არხების დაბჟენის შემდეგ ტკივილი ორი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული.
პირველი - დაპლომბვის შემდეგ კბილის კბილზე დაჭერისას ტკივილი იცის სრულფასოვნად, კარგად დაბჟენილმა კბილმა. ეს შეგრძნება რამდენიმე დღეში გაივლის.
მეორე - ტკივილი მოსალოდნელია მაშინ, როდესაც არხები არასრულფასოვნადაა დაბჟენილი: საბჟენი მასალა ან ბოლომდე არ არის მისული, ან, პირიქით, გადასულია პერიაპიკალურ (არხის გარეთ) სივრცეში. ამ შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი ენდოდონტური მკურნალობა.
სამწუხაროდ , გესაჭიროებათ სტომატოლოგთან ვიზიტი ,რომელიც დაადგენს პათოლოგიური პროცესის მიზეზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას .თუ ამას გერმანიაში ვერ მოახერხებთ , მაშინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს საქართველოში ტელეფონით და მიიღეთ მისგან რჩევები .თუ ის საჭიროდ ჩათვლის თქვენს ჩამოსვლას,მაშინ გადაწყვიტეთ ჩამოხვალთ თუ მანდ მიმართავთ სტომატოლოგს .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა