პაროქსიზმული აქტივობა - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით.ვარ51 წლის.ცოტა ხნის წინ გავიკეთე ეეგ.კვლევა. დასკვნაში წერია:ეეგ-ზე აისახა ნელი ტალღებით წარმოდგენილი სუსტი პაროქსიზმული აქტივობა მარცხენა საფეთქლის არეში.გთხოვთ მიპასუხოთ რას ნიშნავს ეს რა მჭირს ეს ეპილეფსიაა თუ სხვა რამ მჭირს.იმედია მიპასუხებთ.გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ადამიანის ტვინის პაროქსიზმული აქტივობა წარმოადგენს ტვინის აქტიურობის დარღვევის საკმაოდ გავრცელებულ ფორმას.
მისი გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს:

  • ალკოჰოლი;
  • ფსიქოლოგიურ– სტრესული სიტუაციები;
  • მედიკამენტები და ა.შ.

თქვენს მიერ გამოგზავნილი შეკითხვა, წარმოადგენს მხოლოდ ეეგ კვლევის დასკვნას და არა ზუსტ დიაგნოზს.
ასეთი პასუხი შესაძლოა იყოს როგორც ეპილეფსიური დიაგნოზის, ისე არაეპილეფსიურის შემთხვევაშიც.
დიაგნოზის დაზუსტება კი ნევროლოგის პრეროგატივაა,რომელიც ეეგ-ს პასუხთან ერთად საჭიროებს ცხოვრების და კლინიკური ანამნეზის შესწავლას.მხოლოდ ამ ინფორმაციის შეჯერების შედეგად გამოიტანს ის საბოლოო დასკვნას და დანიშნავს მკურნალობას .
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შევძლებთ მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, დიაგნოზისა და მკურნალობის მეთოდის შესახებ.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა