კითხვა: გამარჯობა ერთი შეკითხვა მაქ მყავს წლინახევრის პატარა და ყელზე კანქვეშ რაღაც ხრტილივით აქვს ეხოზე წავიყვანე მაგრამ არგადააღებინა და ვისთან უნდა მივიყვანო. ვცხოვრობ ზუგდიდში.
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, თუ რას შეიძლება ეხებოდეს საქმე შეუძლებელია.
უნდა მიმართოთ ზუგდიდში ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციას, როგორ გაუმარტივოთ და შეუმსუბუქოთ პატარას კლინიკური კვლევის ჩატარება, ან გირჩევთ ალტერნატიულ გზას.
თუ კვლევა გადაუდებლად აუცილებელია ,შესაძლოა გამოყენებული იქნეს მსუბუქი საძილე პრეპარატი .
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !