კითხვა: გამარჯობა. 1 წლის და 10 თვის ბავშვს დაბადებიდან ოფლი არ გამოეყოფა. სიცხეში ტემპერატურა ასდის 38.5 ფიზიკური გაგრილების შემთხვევაში 36.6 მდე ჩამოსდის. არცერთი კბილი ჯერ არ ამოსვლია. ყველა ანალიზი ნორმაში აქვს. პრაქტიკაში თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა? რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:
მოგესალმებით,
ამ შეკითხვაზე უკვე გიპასუხეთ 30 აგვისტოს – 13:21 საათზე. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
თუ თქვენი პატარა საერთოდ არ გამოყოფს ოფლს, მაშინაც კი როდესაც მაღალი ტემპერატურის შემდეგ ტემპერატურა დაბლა ჩამოდის, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა და შესაძლოა უკავშირდებოდეს ან ნერვული სისტემის ან საოფლე ჯირკვლების პათოლოგიას.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ბავშვთა ნევროლოგთან და ენდოკრინოლოგთან.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !