მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის პირის წვის სინდრომი;
- დაავადებები რომლებიც იწვევენ ენის წვას;
- რეკომენდაცია;
- დიაგნოსტირების მეთოდები.
დიახ, მსგავსი ჩივილებით შესაძლოა, ხასიათდებოდეს პირის წვის სინდრომი, რომლის დროსაც გამოიხატება პირის სიმშრალე და წვის შეგრძნება, რომელმაც შესაძლოა მოიცვას:
- ენა;
- ტუჩები;
- ღრძილები;
- ზოგადად პირის ღრუ.
ასევე, ანალოგიური სიმპტომები ახასიათებთ შემდეგ დაავადებებს და გამომწვევებს:
- ქსეროსტომია;
- პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია;
- ბრტყელი ლიქენი;
- გეოგრაფიული ენა;
- საკვები ნივთიერებების ნაკლებობა;
- კბილის პროთეზი
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
- ანგიოტენზინის მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები;
- ენდოკრინული დაავადებები;
- კბილის პასტა.
მკურნალობა ძირითადად დამოკიდებულია გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაზე.
მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ და უმჯობესია თავი აარიდოთ თვითმკურნალობას, რადგან შესაძლოა რომელიმე პრეპარატაზე გქონდეთ ინდივიდუალური აუტანლობა და მიიღოთ უკუშედეგი.
მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დადგენამდე შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას:
- დღის განმავლობაში მიიღეთ საჭირო რაოდენობით სითხე (1,5 ლიტრი);
- ჩაწუწნეთ ყინულის მცირე წომის ნატეხები;
- უარი თქვით მჟავე, ცხარე საკვებსა და ალკოჰოლზე;
- საკვები რაციონიდან ამოიღეთ ციტრუსი, პომიდორი და ყავა (განსაკუთრებით ნალექიანი);
- კბილის პასტა გამოიყენეთ მენთოლის დანამატის გარეშე;
- არ მიირთვათ უხეში საკვები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები, რადგან როგორც მოგახსენეთ, დისტანციურად დიაგნოსტირება და დაავადების მართვა შეუძლებელია. შესაბამისად, ონლაინ კონსულტაციებს ვერ გავაგრძელებთ.
სამომავლოდ გაითვალისწინეთ, რომ ზუსტი დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები როგორიცაა:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- ალერგიული ტესტები;
- პირის ღრუს ნაცხის ანალიზი;
- მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია;
- კუჭის რეფლუქსის ტესტი;
- სანერწყვე ჯირკვლების შემოწმება.
თუ საქართველოში ჩამობრძანებისას თქვენი პრობლემა კვლავ აქტუალური იქნება, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი მზადაა დაგეხმაროთ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/rchevebi/41
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!