პლანტარული ფასციიტი - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მტკივა მარჯვენა ფეხის ქუსლი, გარეგანი არანაირი დაზიანება, ქუსლის სიღრმეში ვგრძნობ ძგერას , როცა ვწევარ ან უძრავად ვარ, მაშინ ნაკლებად ვგრძნობ ტკივილს, განსაკუთრებით მიჭირს მოძრაობის დაწყება, ფეხის გადადგმისას დაწოლა ფეხზე,თავიდან ტკივილი არადა ჩავაგდე, გაგრძელდა და თითქოს უფრო გაძლიერდა უკვე მეორე თვე დაიწყო, რას მირჩევთ? პატივისცემით
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება რთულია, თუმცა ვიფქრობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს ქუსლის დეზს, იგივე პლანტარულ ფასციიტს, რომელიც არის ქუსლის არეში ფასციის დაზიანების და ანთების შედეგად წარმოქმნილი გაძვალებული ქსოვილი, რომელსაც ზეწოლით ახლავს ძლიერი ტკივილი. ტერფის არეში არსებული ტკივილის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული. გაშუქებით მოჩანს ძვლოვანი წანაზარდი ქუსლის ძვლის .მისი გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის : ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ტრავმა, ბრტყელტერფიანობა და ა.შ.გარდა მნიშვნელოვანი დისკომფორტისა, დაავადება იწვევს გაუსაძლის ტკივილს, რომელიც უფრო ძლიერია დილაობით, აგრეთვე ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ, სიარულის დაწყებისას, განსაკუთრებით კიბეზე ასვლისას.სამწუხაროდ, პრობლემა საკმაოდ რთულად ექვემდებარება მკურნალობას, რის გამოც მის მკურნალობისათვის მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, თუმცა ასევე მედიკამენტური მეთოდით ხდება მკურნალობა.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ რევმატოლოგს ან ტრავმატოლოგს, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, მდგომარეობას შეაფასებს ობიექტურად და დაგინიშნავთ მკურნალობას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ანგი9ოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყოველ ორშაბათს.
წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა