მოგესალმებით! პოდაგრა შარდმჟავას ცვლის დარღვევის შედეგად აღმოცენებული სახსრების მწვავე ანთებაა. ამ დროს უმეტესად ტერფის პირველი თითის სახსარი ზიანდება. მასში შარდმჟავას მარილების, ურატების, კრისტალების დაგროვება იწვევს უეცარ ტკივილს, სახსრის გაწითლებას, შეშუპებას, მოძრაობის შეზღუდვას. არც სხვა სახსრების დაზიანებაა გამორიცხული. მწვავე პოდაგრული ართრიტი შეიძლება მთელი დღე ან კვირა გაგრძელდეს. მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო, შარდმჟავას შემცველობის დამაქვეითებელი საშუალებებით. სხვა ქვეყანაში რომელიმე კლინიკასთან ურთიერთობაში ვერ დაგეხმარებით, თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მარცხენა ფეხზე გავიკეთე პოდაგრის ოპერაცია. ის ტკივილი მომეხსნა მაგრამ სხვა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. დამოკლდა საგენობლად თითი და მეორე თითი დამიზიანა ახლა მაგის ტკივილითა და ვიზუალით ვიტანჯები 7 წელია. ვისარ მივმართე და ყველა უძლურია. ახლა სხვა ქვეყნებში ვეძებ საშველს იქნებ მივაგნო და არსებობდეს მართლა ვინმე ვინც მომიგვარებს ამ პრობლემას
პასუხი: