მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას.
- რამ შეიძლება განაპირობოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- რა არის პოლიმენორეა;
- როგორია მკურნალობის ტაქტიკა;
- რა არის მენოპაუზა.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ავიტამინოზი;
- ხშირი დიეტა;
- ჰორმონული დარღვევა;
- ფსიქიკური ტრავმა;
- ინფექციური დაავადება;
- ღვიძლის დაავადება;
- ჭარბი წონა;
- გენეტიკური წინასწარგანწყობა.
მკურნალობა მენსტრუალური ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პოლიმენორეასთან (ხშირი მენსტრუაცია) ამიტომ, თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი, ჩატარდეს ფუნქციური ტესტები, ულტრაბგერითი კვლევა.
დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს მკურნალობა. თერაპია, თავის მხრივ, უნდა იყოს კომპლექსური, პათოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე.
მენოპაუზა ეს ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება უფრო და უფრო იშვიათდება, რაც გამოხატულია არა პოლიმენორიით არამედ შემცირებული მენსტრუაციით ანუ ოლიგომენორიით.
დიაგნოსტირებისთვის შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე. საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დადგინდება გახშირებული მენსტრუალური ციკლის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!