ქვედა კიდურების კუნთები - სისხლძარღვთა ქირურგია

კითხვა: 47 წლის ქალს აწუხებს ქვედა კიდურები,კუნთები.დასიებული ან შეშუპებული არ აქვს,არც დაჭიმული აქვს. სურათი გადაიღო და არაფერი არ გაქვსო ასე უთხრეს. გამაყუჩებლებს სვამს მაგრამ, მეტნაკლებად უყუჩებდ ვის შეიძლება რომ მივმართოთ?
პასუხი:

მოგესალმებით. შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს დაღლილი ფეხების სინდრომი, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემადაა მიჩნეული, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებში.
მას ხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია:

  • ფეხების დაბუჟება;
  • ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება;
  • შეშუპება წვივების და ტერფის მიდამოში.

ამ პრობლემის განვითარებაში მნიშვნელოვანია:

  • მემკვიდრული ფაქტორი (ბრტყელტერფიანობა;
  • უმოძრაობა;
  • ჭარბი წონა;
  • ნიკოტინის მოხმარება;
  • ალკოჰოლის მოხმარება;
  • ყავის ჭარბი მოხმარება;
  • რკინის დეფიციტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
  • დიაბეტი.

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ამიტომ კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სისხლძარღვების დოპლერზე ფასდაკლებას. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi/16390

თუ გსურთ აქციით სარგებლობა, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე: 2 02 25 25!

მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა